ბათუმში 35 წლამდე ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულზე ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.