ავტორი:

"ქართული ბრენდის დღე" 20 წლისაა

"ქართული ბრენდის დღე" 20 წლისაა

წლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოვლენამ „ქართული ბრენდის დღე 2022“ ტრადიციულად ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდა და 30-მდე პიროვნება და კომპანია თავისი დამსახურების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია „თბილისი პულმანი აქსის თაუერში“ გაიმართა და მას 200-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. როგორც კომპანიების არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ისინი ყოველ წელს დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან ამ ღონისძიებას. მათი თქმით, ღონისძიებას განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბიზნესის განვითარების სფეროში, რადგან ის სტიმულს აძლევს მათ, მეტად იაქტიურონ საკუთარ სფეროში და წარმატებით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. გარდა კომპანიებისა და ცალკეული ადამიანებისა, განსაკუთრებულად აღსანიშნავია ბრენდ-პერსონას ტიტული, რომელიც ამჯერად ზურა ყიფშიძეს მიენიჭა და რომელიც თავისი დამსახურებით უდაოდ იმსახურებდა მას.

28 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაში გამარჯვებული კომპანიები ხუთ ნომინაციაში დასახელდნენ. ნომინაციაში „ლიდერი“ გამარჯვებულები არიან ფარმაცევტული კომპანია „პსპ ჯგუფი“, „თელავის ღვინის მარანი“, მედია ჰოლდინგი “ფორტუნა”, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“; ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“: სადაზღვევო კომპანია “არდი”, ბრენდი „K GROUP”, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გრანდი“, კლინიკა „ტოტალ შარმი“, შავიტის საიუველირო სალონი, “ზუზუმბო რეზორტი და სპა”, საბავშვო ბაღი ერუდიტები, საერთაშორის განათლების აკადემია „ბიდისი“, სილამაზის ცენტრი „საბრინა“; ნომინაციაში „წარმატებული ახალი ბრენდი“: ტურისტული კომპანია „სილქვეი ჯგუფი“, საკონდიტრო „ტკბილისი“, კომპანია „ოლიმპიო“.

ნომინაციისთვის “წარმატებული ტელეპროექტი” ჯილდო ოთხ გადაცემას გადაეცა - ტელეშოუს „ავტოგრაფი“, მუსიკალურ პროექტს „რანინა“, გადაცემას „ქალების ნარატივი“ და თოქ შოუს „ღამის პრაიმ თაიმი“.

ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ წლის მოდურ დიზაინერად მანანა მანია დასახელდა, რომლის კოლექციაც ღონისძიებაზე ყველაზე ასევე მოდურმა ქალბატონებმა ანი ამილახვარმა, თაკო ჭანუკვაძემ, ეკა ჩხეიძემ, ანკა ვასაძემ, ცისანა სეფიაშვილმა, ლელო ჩქარეულმა, ნინო თარხან-მოურავმა და მარინა კახიანმა წარადგინეს.

ამავე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ ჯილდო გადაეცა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც „ლალე“-ს შესრულებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. იგივე ნომინაციაში გამარჯვებულმა ავტორ-შემსრულებელმა ნატო გელაშვილმა შვილებთან ერთად კი მთელი დარბაზი მისი ჰიტით „დეკემბერი“ აამღერა.

„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოებულთა სიაში არიან: ციცინო ფუტკარაძე წარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის; კომპანია „აგუნა“ტრადიციული ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის; კონსტანტინე სულამანიძე პლასტიკური ქირუგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მსოფლიო ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთა“ ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის.

2022 წელი პროექტისთვისაც განსაკუთრებული იყო. ის არსებობის 20 წელს ითვლის და საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

როგორც ყოველთვის, ბრენდად ქცეულ „ქართულ ბრენდის დღეს“ ქართული ელიტის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი ესწრებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბრენდ-პერსონას ტიტული ნონა გაფრინდაშვილს მიენიჭა.

ღონისძიება 2 საათი გაგრძელდა და კიდევ ერთი ისტორია ჩაიწერა „ქართული ბრენდის დღის ისტორიაში“.