ავტორი:

"გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა - თუ დასჭირდა რამდენიმე დღე მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს პროცესი, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!" - გიული ალასანია

"გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა - თუ დასჭირდა რამდენიმე დღე მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს პროცესი, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა "გაუთავებლად“ გრძელდება.

მისივე თქმით, "ალბათ, განგებ მოხდა, რომ [პროცესი] ახალ წლამდე მოიტანეს, რომ მერე კიდევ გაიწელოს [საქმის განხილვა]".

როგორ ალასანია აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესი დაჩქარებულად უნდა წარიმართოს.

"გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. მე არ ვიცი რამდენი დღე დასჭირდება კიდევ. თუ დასჭირდა რამდენიმე [დღე] მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს და შემდეგ გაგრძელდეს, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!“ - განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც ალასანია აღნიშნავს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.