ავტორი:

13 ფოტო ომის ქრონიკიდან: სანგარში დამალული ჯარისკაცი, დაბომბილი სამშობიარო, ყვავილებით მომლოდინე უკრაინელი ბებო... - კადრებში ასახული უკრაინის 2022 წელი

13 ფოტო ომის ქრონიკიდან: სანგარში დამალული ჯარისკაცი, დაბომბილი სამშობიარო, ყვავილებით მომლოდინე უკრაინელი ბებო... - კადრებში ასახული უკრაინის 2022 წელი

ომი ფოტოებში:

24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რომელიც ოკუპანტის სისასტიკეს ასახავს. დანგრეული შენობები, დაბომბილი ეკლესიები, ქუჩაში დახვრეტილი უკრაინის მოქალაქეები, ეს იყო კადრები, რომელიც ომის მძიმე დღეებში ყოველდღიურობად იქცა. წარმოგიდგენთ 2022 წლის ომის ყველაზე მძიმე ფოტო-ქრონიკებს...

რუსული არმიის დამტვრეული სამხედრო ტექნიკა სოფელ ბოროდიანკას ქუჩებში, რომელიც მარტის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. 2022 წლის 3 მარტი, მაქსიმ ლევინი /Reuters/

ჭურვის კრატერი კიევიდან 33 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩაში, ხიდზე, რომელიც მარტის ბოლოს რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ საკუთარი თვალით ნახა. სწორედ აქ გადაიღეს საშინელი ფოტოები ქუჩებში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებით. 2022 წლის 28 თებერვალი, მაქსიმ ლევინი /Reuters/

უკრაინელი ჯარისკაცი რუსული საჰაერო იერიშის დროს სოფელ დემიდოვთან სანგარში იმალება. ეს არის მაქსიმ ლევინის ერთ-ერთი ბოლო გამოქვეყნებული კადრი. 2 აპრილს ფოტოგრაფი მოკლული იპოვეს. 2022 წლის 10 მარტი, მაქსიმ ლევინი /Reuters/

მარიუპოლის მცხოვრები გარდაცვლილი შვილის ცხედართან. 2022 წლის 2 მარტი, ევგენი მალოლეტკა /AP/

მარიუპოლის მცხოვრები ანასტასია ერაშოვა ქალიშვილთან ერთად მარიუპოლის საავადმყოფოს დერეფანში. 2022 წლის 11 მარტი, ევგენი მალოლეტკა /AP/

უკრაინელი მაშველები მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილ ორსულთან ერთად. მოგვიანებით, ქალი და მისი შვილი დაიღუპნენ. 2022 წლის 9 მარტი, ევგენი მალოლეტკა /AP/

კიევი-ჟიტომირის გზატკეცილი, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე. ამ გზით კიევის მაცხოვრებლები უკრაინის დასავლეთ რეგიონებისკენ გასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, თითქმის 300 ადამიანი დაიღუპა. 2022 წლის 2 აპრილი, მიხაილო პალინჩაკი /SOPA/

ჯვარი გოსტომელის გზაზე, ბუჩადან სამნახევარი კილომეტრის დაშორებით. აპრილის დასაწყისში, გოსტომელსა და ბოროდიანკაში რუსული ჯარები იყო განლაგებული, ამ დროის განმავლობაში, საერთო ჯამში 600-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 2022 წლის 22 აპრილი, ხაილ პალინჩაკი /Reuters/

მიხიალო დიანოვი ტყვედ ჩაბარების დროს. მომდევნო ოთხი თვე მან იელენოვკაში მდებარე კოლონიაში გაატარა, სადაც 29 ივლისს მოხდა აფეთქება, რომელშიც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის ტყვეობაში, დიანოვის თქმით, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს რეგულარულად აწამებდნენ. 22 სექტემბერს საზღვაო ქვეითი და კიდევ 214 ადამიანი რუს სამხედროებში გაცვალეს. დიანოვი ტყვეობიდან მძიმე მდგომარეობაში დაბრუნდა: მანამდეც კი, სანამ აზოვსტალში მოხვდებოდა, მკლავში მძიმედ დაიჭრა. დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინელ საზღვაო ქვეითს ოპერაცია შეერთებულ შტატებში ჩაუტარდა. 2022 წლის 17 მაისი, ალექსანდრე ერმოჩენკო /Reuters/

უკრაინელი დაჭრილი ჯარისკაცი, ერთ-ერთი რეგიონის ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, თანამებრძოლს მიჰყავს. 2022 წლის 12 სექტემბერი, კოსტიანტინ ლიბეროვი /AP/

უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქის განთავისუფლების შემდეგ, იზიუმში მდებარე ეკლესიაში ათვალიერებენ იმპროვიზირებულ რუსულ სამხედრო ჰოსპიტალს. 2022 წლის 13 სექტემბერი, კოსტანტინ ლიბეროვი /AP/

კიევის ხედი ელექტროენერგიის გათიშვის დროს. 2022 წლის 24 ოქტომბერი, გლებ გარანიჩი /Reuters/

სოფელ კისელევკას მკვიდრი ნატალია პორხუნი უკრაინელ სამხედროებს ყვავილებით ელოდება. ხერსონიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კილომეტრში მდებარე კისელივკა 14 სექტემბერს დაბრუნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლში. 2022 წლის 12 ნოემბერი, ვალენტინ ოგირენკო /Reuters/