საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქალიშვილი, ელის-მარია სააკშვილი "ვივა მედში" მამის სანახვად მივიდა.
კლინიკაში შვილი დედამ, სოფო ნიჟარაძემ მიიყვანა.
სოფო და ალისკა მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში დღეს უკვე მესამედ ესტუმრნენ.
სოფომ ელის-მარიასთან ერთად სააკაშვილი პირვეველად მაისის თვეში მოინახულა. მაშინ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ძნელი იყო მიხეილ სააკაშვილის ხილვა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ნახა.
ხოლო მეორედ, ოქტომბერში სტუმრობდა ქალიშვილი მამას დედასთან ერთად, თუმცა მაშინ სოფომ კლინიკა ისე დატოვა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.