ავტორი:

"სანამ იყო მესი, რონალდუ, ბექჰემი, იყო პელე..." - როგორ ემშვიდობება ჯო ბაიდენი ლეგენდარულ ფეხბურთელს?

"სანამ იყო მესი, რონალდუ, ბექჰემი, იყო პელე..." - როგორ ემშვიდობება ჯო ბაიდენი ლეგენდარულ ფეხბურთელს?

აშშ-ის პრეზიდენტი ფეხბურთის ლეგენდას, პელეს ემშვიდობება და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ჯო ბაიდენი პელესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"სანამ იყო მესი, რონალდუ, ბექჰემი, იყო პელე. 1958 წელს მან მოიგო თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში, ის იყო ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. ამის შემდეგ მან კიდევ ორი მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად გააგრძელა ბრძოლა, 1962 და 1970 წლებში და მსოფლიოში ერთადერთი მოთამაშე გახდა, სამი მსოფლიო თასით.

სპორტისთვის, რომელიც მსოფლიოს ისე აერთიანებს, როგორც სხვა არაფერი, პელეს ზრდა თავმდაბალი დასაწყისიდან ფეხბურთის ლეგენდამდე, არის ისტორია იმისა, თუ რა არის შესაძლებელი.

დღეს, ჯილი და ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და ყველა იმ ადამიანთანაა, ვისაც ის უყვარდა", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

  • ცნობისთვის, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე დაწერა. პელე სიცოცხლის ბოლო პერიოდში სიმსივნეს ებრძოდა. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა.