ავტორი:

ხანძარი თელავში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი: ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა

ხანძარი თელავში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი: ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარს 40 წლამდე კაცი ემსხვერპლა. დამწვარია საცხოვრებელი სახლიც. შემთხვევა გამთენიისას სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ხმიადაშვილების სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველად ყველა მათგანმა დატოვა შენობა, თუმცა ერთ-ერთი უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

"სახლს ეკიდა ცეცხლი და გამოვიძახეთ სახანძრო, ისე სწრაფად გავრცელდა. სახლში სამი ადამიანი იყო, გამოვიდნენ, მაგრამ ეს ბიჭი ისევ შებრუნდა და ვეღარ შეძლო გამოსვლა. არ ვიცით, რა მოხდა" - ამბობენ ადგილობრივები. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურია მობილიზებული.