მიღებას უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ შემავალი „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“-ს, ქუთაისის უნივერსიტეტისა და „ჩემი ევროპული სკოლის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ. სტუმრებს ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ლაშა კანდელაკიშვილი და მისი მეუღლე - უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თამარ ზარგინავა მასპინძლობდნენ.

ღონისძიებაში, რომელიც ტელეწამყვან თიკა ფაცაციას და მსახიობ არჩილ სოლოღაშვილს მიჰყავდათ, მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო - ნიკა ნიკვაშვილი, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი ნინო სურგულაძე (რომელმაც გახსნა საღამო), თეატრალური კვარტეტი, ეკა მამალაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ელენე ფოჩხუა, დუეტი „ჯორჯია“, მომღერლები - ნინი ბადურაშვილი და ნინო ჩხეიძე.

ევროპის უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, „ჯო ენი-ს“ ექიმები - გიორგი პაპიაშვილი, მამუკა ნემსაძე, ზაზა ავალიანი, პროფესორები - ლევან მახაშვილი, ლევან მესხორაძე და სხვა...
პრესტიჟული უნივერსიტეტის ღონისძიების ორიგინალურ დეკორაციაზე კომპანია „პაპავერომ“ იზრუნა. დამსწრე საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია თამარ ზარგინავას სოლიდური სამოსი - უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი დათუნა სულიკაშვილის ლუქით იყო წარმოდგენილი, მას დიზაინერის ხელით, სადა თვლებით გაწყობილი შავი პიჯაკი ეცვა, ფეხსაცმელი კი ვალენტინოს ბოლო კოლექციიდან იყო შერჩეული. უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი სტუმრების წინაშე „მაქსმარა“-ს ორიგინალური სამოსით წარსდგა.

საიუბილეო ღონისძიებას სოციალურ პლატფორმებზე არა ერთი ცნობილი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა.
მომღერალი და სახელოვანი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ღონისძიებასთან დაკავშირებით მის შთაბეჭდილებას გვიზიარებს და მადლობას უხდის საღამოს ორგანიზატორებს:
„განათლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამაზე არ ვდაობთ, განთლების ხელშეწყობა კი უფრო მნიშვნელოვანი. დავესწარი და მონაწილეობა მივიღე "ევროპის უნივერსიტეტის" საიუბილეო საღამოზე. ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი, დამსწრე აუდიტორია კი - ძალიან დასაფასებელი. ევროპის უნივერსიტეტთან ერთად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმები ეწსრებოდნენ, რადგან დღეს ჯო ენის ჰოსპიტალს ევროპის უნივერსიტეტი ფლობს. ეს ადამიანები არიან ნამდვილი გულის ღმერთები, ჩემი ბენეფიციარების იმედები, ადამიანები, რომლებიც ჩვენი გულების სადარაჯოზე დგანან. ვულოცავ ევროპის უნივერსიტეტს 10 წლის იუბილეს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ. მადლობა ბატონ ლაშა კანდელაკიშვილს და ქალბატონ თამარ ზარგინავას შესანიშანავი საღამოს ორგანიზებისთვის, მადლობა ჩვენი ოპერის ორკესტრს და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს, საბალეტო დასს, მიყვარხართ“, - წერს ნინო სურგულაძე.
სამადლობელ პოსტს აქვეყნებს დუეტ „ჯორჯიას“ სოლისტი მაკა ზამბახიძე:
„ევროპის უნივერსიტეტის საზეიმო მიღება. გილოცავთ კიდევ ერთხელ იუბილეს და მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის! განათლება ქმნის მომავალს. ჩემს რაულჩიტოს (რაულ ქირია - ევროპის უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი) განსაკუთრებული მადლობა“.
„27 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის იუბილე, რომელიც ყველა გაგებით უმაგრესი და ძალიან დახვეწილი იყო. მადლობა ორგანიზატორებს და კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს“ - მილოცვის ტექსტს აქვეყნებს მომღერალი ნინო ჩხეიძეც.
