ავტორი:

დღეიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა

დღეიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა

2023 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია იზრდება.

კერძოდ, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრ 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდა; 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და განისაზღვრა 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა.

ამასთან, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.