ავტორი:

პელეს დღეს დაკრძალავენ

პელეს დღეს დაკრძალავენ

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს დღეს დაკრძალავენ. გავრცელებული ინფორმაციით, პელემ სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაეკრძალათ, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ სტადიონი ჩანს.

გუშინ პელეს ცხედარი სან პაულოში, „ურბანო კალდეირას“ სტადიონის ცენტრში დაასვენეს, სადაც მის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.

შეგახსენებთ, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

მას კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.