ავტორი:

"მინდა, მამა და ძმა დავიბრუნო... დგება მომენტი, როდესაც დუმილი ღალატია" - პრინცი ჰარი

"მინდა, მამა და ძმა დავიბრუნო... დგება მომენტი, როდესაც დუმილი ღალატია" - პრინცი ჰარი

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ცხოვრება, როგორც ჩანს, 2023 წელსაც მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. 8 იანვარს გამოქვეყნდება პრინც ჰარის ახალი ინტერვიუ, რომელიც მასთან ტომ ბრედბიმ ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს საზოგადოება იხილავს პრინც ჰარის მემუარების გამოქვეყნებამდე, ორი დღით ადრე.

სატელევიზიო ეთერში უკვე გავრცელდა ინტერვიუს ანონსი, სადაც ჰარი ამბობს, რომ მას "მამისა და ძმის დაბრუნება" სურს. ასევე, პრინცი ამბობს, რომ ბუკინგემის სასახლეში მას უღალატეს.

  • "მინდა, დავიბრუნო მამა და ძმა“ - ამბობს პრინცი.

ტომ ბრედბისთან საუბრისას აღნიშნავს, რომ "მათ არ აჩვენეს შერიგების სურვილი“, - თუმცა ანონსიდან არ ჩანს, თუ ვის გულისხმობს. ანონსში ასევე ჩასმულია კადრი, სადაც ჰარი ამბობს, რომ მას "უღალატეს.“

პრინცი განმარტავს, რომ სასახლიდან მედიას ადამიანები მისი და მეგანის ცხოვრების შესახებ მოგონილ ინფორმაციებს აწვდიდნენ ან მედია წერდა თვითონვე მოგონილ ამბებს.

  • "ისინი დაწერენ ამბავს, ბოლოში კი მიაწერენ, რომ ბუკინგემის სასახლეში კომენტარს არ აკეთებენ. ბუკინგემის სასახლე არასდროს აკეთებს კომენტარს. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც დუმილი ღალატია", - აღნიშნავს ჰარი.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობენ. მათ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრებაზე, სამეფო ოჯახის მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს. ჰარის ამის გამო ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან და ძმასთან.

სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, მეგანმა და ჰარიმ ოპრა უინფრის სკანდალური ინტერვიუ მისცეს. ინტერვიუში წყვილმა სამეფო ოჯახი სხვადასხვა საკითხის გამო დაადანაშაულა, მათ შორის ისაუბრეს რასისტულ დამოკიდებულებაზეც, რომელსაც ჰარისა და მეგანის თქმით, სამეფო ოჯახის წევრები იჩენდნენ.

პრინც ჰარის მემუარები სახელად "Sphere" 10 იანვარს გამოქვეყნდება.