ავტორი:

უკრაინელების "საახალწლო საჩუქარი" პუტინს: რა მოხდა მაკეევკაში? - მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ კრემლმა ამის დამალვა ვერ შეძლო

უკრაინელების "საახალწლო საჩუქარი" პუტინს: რა მოხდა მაკეევკაში? - მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ კრემლმა ამის დამალვა ვერ შეძლო

უკრაინელებმა, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, HIMARS -ის სარაკეტო იერიშის შედეგად, დონეცკის ოლქის ოკუპირებულ მაკეევკაში, რუსეთის მიერ ორგანიზებული, მობილიზებულების ბაზა გაანადგურეს. მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ კრემლმა ამ ამბის დამალვა ვერ შეძლო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა 2 იანვარს დაადასტურა და განაცხადა, რომ დაიღუპა 63 სამხედრო, თუმცა უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის მიერ მობილიზებული სულ ცოტა 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ და ახალი წლის საზეიმოდ ემზადებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 სარაკეტო ჭურვის ჩამოგდება შეძლო, ბაზის ტერიტორიაზე კი 4 ჩამოვარდა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, მაკეევკაში დიდი მსხვერპლის გამო, პასუხისმგებლობა გადაიტანოს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე.

NEW: A devastating Ukrainian #HIMARS strike on a Russian base in #Makiivka, #Donetsk Oblast, on December 31 has generated significant criticism of Russian military leadership in the Russian information space. Latest on #Ukraine w/ @criticalthreats: https://t.co/ou4m9DyAAq pic.twitter.com/8Q7wXA44cp
— ISW (@TheStudyofWar) January 3, 2023

ამერიკელი ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების დარტყმის გამო, რუსეთში მწვავედ აკრიტიკებენ სამხედრო ხელმძღვანელობას, ამიტომ, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უსაფრთხოების ზომების ცუდად დაცვის გამო, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურებს და მობილიზებულებს დააკისროს პასუხისმგებლობა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

"ამ სამხედრო წარუმატებლობამ, შესაძლოა, კრემლს მნიშვნელოვნად გაურთულოს უახლოეს მომავალში საზოგადოებაში საომარი პროპაგანდის წარმოება. გარდა ამისა, იმან, რომ რუსეთის სამხედრო კამპანიის ხარვეზების კრიტიკაზე სათანადო პასუხი პუტინს არ აქვს, შესაძლოა მისდამი, როგორც სამხედრო ლიდერისადმი, ნდობა შეარყიოს", - აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში.

კრემლის მიერ კონტროლირებული მედია წერს იმასაც, რომ მაკეევკაში მყოფი რუსი სამხედროები მობილურ ტელეფონებს აქტიურად იყენებდნენ, რის გამოც მოწინააღმდეგემ მათი ადგილსამყოფელი იოლად დაადგინა. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვიტალი კისილიოვმა დაადასტურა, რომ სამხედრო სარდლობა კრემლის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის გადადგომას მოითხოვს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ასევე ამახვილებენ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერთან“ კავშირის მქონე რუსი ბლოგერების შეფასებებზეც, მათი მტკიცებით, მობილური ტელეფონების გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და რუსეთის სამხედრო სარდლობამ უკრაინულ ძალებს ამოცანა გაუადვილა იმით, რომ ასობით სამხედროს თავი ერთ კონკრეტულ ადგილზე მოუყარა.