UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა მექსიკის ერთ-ერთ კლუბში, ახალი წლის ღამეს ცოლთან იჩხუბა და ქალს ფიზიკურად შეეხო. TMZ-ის ცნობით, წყვილი კლუბ "კაბო-სან-ლუკასის“ VIP ზონაში ისვენებდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი უაითი ცოლისკენ, ენ უაითისკენ დაიხარა და "რაღაც დაილაპარაკეს," რის შემდეგაც, ენმა სილა გააწნა. საპასუხოდ, უაითმაც გაარტყა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო.
TMZ-მ დეინა უაითს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, რომელმაც თქვა, რომ "ქალზე ხელის აწევას არანაირი გამართლება არ აქვს."

"წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ კაცს არანაირი გამართლება აქვს, როდესაც ცოლზე ხელს სწევს. ახლა იმავე სიტუაციაში მე აღმოვჩნდი. უკვე 30 წელია, ქორწინებაში ვართ, ერთმანეთს კი 12 წლიდან ვიცნობთ. ბევრი ცუდი მომენტი გადავლახეთ. სამი შვილი გვყავს.
საშინელი სიტუაციაა. შეწუხებული ვარ, ეს სიტუაცია ჩვენს შვილებს ძალიან აწუხებთ. ვიდეო როგორც კი გავრცელდა, შვილებს ჩვენ თვითონ ვაჩვენეთ. ახლა ოჯახზე ვართ კონცენტრირებული.
ხალხს სხვადასხვა აზრი ექნება, თუმცა უმრავლესობის აზრი სწორი იქნება. ცხოვრებაში არასდროს ქალზე ხელი არ ამიწევია.
მე და ჩემს ცოლს ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარს. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ.
გუშინდელი დღიდან ცოტა რამ მახსოვს, ასე რომ, ახლა რთულია ავხსნა, რა მოხდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მთავარი ის არის, რომ ამ სიტუაციაშიც ორივე შვილებზე ვზრუნავთ,“ - განაცხადა უაითმა.