ავტორი:

"ასე გამოიყურება ლევილი დღეს... წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები" - ნგრევის პირას მყოფი ისტორიული შენობა: რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

"ასე გამოიყურება ლევილი დღეს... წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები" - ნგრევის პირას მყოფი ისტორიული შენობა: რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლევილის მამულში გადაღებულ ფოტოებს, რომელიც "ფეისბუქზე" თამარ ბარამაშვილმა გამოაქვეყნა. ის ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც ისი პოსტიდან ირკვევა, მამულში, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მფარველობის ქვეშაა, საკმაოდ რთული მდგომარეობაა.

"ასე გამოიყურება ლევილი დღეს. შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით. წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ამბავი და თუ ვინმე კომპეტენტური მეტყვით, რომ ეს ყველაფერი არასაჭირო ნივთია ცოტას დავმშვიდდები" - წერს ბარამაშვილი.

ლევილის მამული საქართველოს 2016 წლის 23 სექტემბერს დაუბრუნდა. მაშინ პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ.

ლევილის მამული დღეს

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელი მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში გაფორმდა.

ლევილის მამული 2021 წლის 27 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მართვაში კულტურის სამინისტროს გადასცა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც დაზიანებული ლევილის მამულის ფოტოები გავრცელდა, თეა წულუკიანის უწყებაში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ მამულის პროექტზე ფრანგული კომპანია მუშაობდა.

  • როგორია ამჟამად კულტურის სამინისტროს პოზიცია - AMBEBI.GE დაუკავშირდა უწყების პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ თემაზე ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებენ.