საქართველოს მესამე პრეიზდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „2023 წელი იქნება საქართველო ბიძინა ივანიშვილი გარეშე”.
მათი თქმით, აქციები არ იქნება ერთჯერადი და თუ მიხიელ სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობის საშუალება არ მიეცემა, გაგრძელდება.
ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილები სკანდირებენ: “ბიძინა ივანიშვილო, წადი! წადი!” “საქართველო ივანიშვილის გარეშე! “თავისუფლება მიშას!”.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასახლესთან დიდი რაოდენობით მობილიზებულია არიან სამართა დამცავები, მათ რიგებში იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით, თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.