ავტორი:

მზე, იახტა და გოგონები - ლეონარდო დიკაპრიოს მხიარული ახალი წელი და 23 წლის მოდელი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალი გატაცებაა (ფოტოები)

მზე, იახტა და გოგონები - ლეონარდო დიკაპრიოს მხიარული ახალი წელი და 23 წლის მოდელი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალი გატაცებაა (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო სადღესასწაულო პერიოდს გოგონების გარემოცვაში ატარებს. ოსკაროსანი მსახიობი საფრანგეთში, სენ-ბართელმის კუნძულთან ახლოს, იახტაზე შენიშნეს.

პაპარაცულ ფოტოებზე 48 წლის დიკაპრიო მეგობრებთან ერთადაა აღბეჭდილი.

ლეოს გვერდით იყო მისი საუკეთესო მეგობარი ტობი მაგუაიერიც

  • აღსანიშნავია, რომ ლეომ ახალი წლის დღეც იახტაზე გაატარა, თუმცა უფრო რომანტიკულ გარემოში - მსახიობის გვერდით იყო 23 წლის მსახიობი და მოდელი ვიქტორია ლამასი, რომელიც მისი ახალი გატაცებაა. "დიკაპრიომ ახალი წელი სწორედ მასთან ერთად აღნიშნა",- იტყობინება წყარო.

ლეოსთან დაახლოებული პირები თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ ლეონარდო და ვიქტორია მხოლოდ მეგობრები იყვნენ, თუმცა დასავლური ტაბლოიდების მტკიცებით, მათი ურთიერთობა მეგობრობას სცდება.

წყვილი პაპარაცებმა ერთი თვის განმავლობაში ოთხჯერ აღბეჭდეს რომანტიკულ გარემოში.

პირველად, გოგონას მამამ, მსახიობმა ლორენცო ლამასმა ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც ვიქტორია ეუბნება, დიკაპრიო ერთი თვის წინ გაიცნო და მისით აღფრთოვანებულია.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა