ავტორი:

მედიის ცნობით, ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს 26 წლის ირლანდიელ მსახიობთან

მედიის ცნობით, ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს 26 წლის ირლანდიელ მსახიობთან

მედიის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს ირლანდიელ მსახიობ, 26 წლის პოლ მესკალთან, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

3 იანვარს, ანჯელინამ და პოლმა ლონდონის ერთ-ერთ კაფეში ერთად მიირთვეს ყავა. ჯოლის თან ახლდა შვილი, შაილო ჯოლი-პიტი.

ანჯელინა და შაილო სპექტაკლ A Streetcar Named Desire-ს დაესწრნენ, რომელშიც პოლი მონაწილეობს. სწორედ სპექტაკლის დასრულების შემდეგ შეხვდა დედა-შვილი მსახიობს.

მედია ასევე წერს, რომ ჯოლი პოლს შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ შეხვდა, სურს თავის ფილმში გადაიღოს. აღნიშნულ თემაზე ოფიციალური კომენტარი არცერთ მსახიობს და არც მათ წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ პოლი და მისი საცოლე, ფიბი ბრიჯერსი ერთმანეთს ახლახან დაშორდნენ.

ფიბი ბრიჯერსი და პოლ მესკალი

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ჯოლი და პიტი გაეყარნენ, ანჯელინა მარტოხელაა და მთელ თავის დროს შვილებს, ქველმოქმედებასა და სამუშაოს უძღვნის.

წყარო: elle

მოამზადა: ანა სიბოშვილმა