კახა კალაძემ ტრადიციულად შობა-ახალი წლის დადგომა მშობლიურ ქალაქს საზეიმო კონცერტით მიულოცა, მაგრამ მთავარი ამბავი სამტრედიელებისთვის ერთი გაბედნიერებული ოჯახის ისტორია აღმოჩნდა.
თბილისის მერმა კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს სამტრედიაში, ერთ-ერთ ქუაჩაზე მდებარე სახლი საჩუქრად გადასცა, რითაც მათი ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა.

"არ ვიცი ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს ოჯახს. სახლი 20 წლის წინ, სამკურნალოდ გავყიდეთ. ძალიან გვიჭირდა უსახლკარობა, ხან სად ვაფარებდით თავს, ხან სად. მადლობა კახის ამხელა ბედნიერება რომ მოგვანიჭა“, - განაცხადა ამირან ჭაფოძემ.