გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. ქართული მედიის ინფორმაციით, ის თითქოს წამებით არის მოკლული, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროების და ოჯახის მიერ ამ დრომდე არ დადასტურებულა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბელგიაში საქართველოს საელჩოში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და არკვევს სიტუაციას.
ambebi.ge-მ სცადა ბელგიაში ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილმა გვითხრა, ამის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისგან ადგილობრივი პოლიცია ჯერჯერობით თავს იკავებს.