"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს" - თენგიზ ცერცვაძე

"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფოს თანამშრომლებს საშვი გაუუქმეს, რის გამოც კლინიკის ტერიტორიაზე მანქანით უფასოდ შესვლას ვეღარ შეძლებენ.

"ამასაც მოვესწარი!

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს. იგივეს გაკეთება უწევთ ჩვენი ცენტრის სხვა თანამშრომლებსაც. საახალწლო ხუმრობა არ გეგონოთ, ნამდვილად ასეა. უფასო საშვები გაგვიუქმეს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას იკადრებდა", - წერს ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, ტერიტორია, რომელზეც ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს, კომპანია "ავერსს" აქვს შეძენილი.