გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. ქართული მედიის ინფორმაციით, ის თითქოს წამებით არის მოკლული, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროების და ოჯახის მიერ ამ დრომდე არ დადასტურებულა. ქართული მედიის ვერსიითვე, გარდაცვლილი ლიზა ქისტაურია, თუმცა "რადიო თავისუფლებასთან" მისმა დედამ ეს ინფორმაცია უარყო.
"რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - განაცხადა იზა არღვლიანმა გამოცემასთან. წყარო
იხილეთ ასევე: