მსვლელობაში მონაწილე ბავშვებს სასაჩუქრე კალათები გადასცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა გრეტა წიწავამ, "ხალხის ძალის” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ასევე დეპუტატებმა ოპოზიციიდან - "სოციალ დემოკრატების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ და "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში "ალილოს” მსვლელობა მიმდინარეობს.
მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
საზეიმო მსვლელობა რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი.