ავტორი:

"ცუდად არ უთამაშია... მე მისი პირველი დამცველი ვარ" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი კვარაცხელიას კრიტიკაზე

"ცუდად არ უთამაშია... მე მისი პირველი დამცველი ვარ" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი კვარაცხელიას კრიტიკაზე

8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "სამპდორიას" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და იმ კრიტიკაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კვარაცხელიას წინა ტურის მატჩის შემდეგ ხვდა წილად.

"რა გვასწავლა "ინტერთან" წაგებამ? ლიდერობა შეგვეძლო რვაქულიანი უპირატესობით შეგვენარჩუნებინა, მაგრამ "მილანზე" მხოლოდ 5 ქულით მეტი გვაქვს.

ხანდახან დამარცხდები. ჩვენს სეზონს ჯერ კიდევ შეიძლება წარმატებული უწოდო. "ინტერთან" თამაშით იმედგაცრუებული ვართ, ის ვერ გავაკეთეთ, რაც გვსურდა. "სამპდორიასთან" ძირითად შემადგენლობაში სამი, ან ოთხი ცვლილება გვექნება.

კვარაცხელია? დიახ, მას ყველაფერი არ გამოუვიდა, მაგრამ ჩემი აზრით, ცუდად არ უთამაშია. ის სივრცეს ეძებდა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და დამაჯერებლად თამაშობდა. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც კარისკენ დაარტყა. მე მისი პირველი დამცველი ვარ. ვიმედოვნებ, ის მალე ძველებურად ათამაშდება, რადგან ვარჯიშებზე იმას აჩვენებს, რასაც მისგან შევეჩვიეთ", - თქვა სპალეტიმ.