ავტორი:

ფლირტი გადასაღებ მოედანზე, დაშორება შეყვარებულთან და სკანდალური ცხოვრება კადრს მიღმა - პოპულარული სერიალის,"მექალთანეს" მთავარი გმირების უცნობი ამბები

ფლირტი გადასაღებ მოედანზე, დაშორება შეყვარებულთან და სკანდალური ცხოვრება კადრს მიღმა - პოპულარული სერიალის,"მექალთანეს" მთავარი გმირების უცნობი ამბები

თურქული სერიალების მოყვარულებს ახალი ფავორიტი სერიალი - Yali çapkini ("მექალთანე სასახლიდან") აქვთ, მისი მთავარი გმირები კი ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში ყველაზე რეიტინგული თურქი მსახიობები არიან. სერიალში მთავარ როლებს აფრა სარაჩოღლუ და მერთ რამაზან დემირი თამაშობენ.

რომანტიკული მელოდრამა რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ის მიმდინარე წელს ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუა. სოციალურ ქსელებში ეპიზოდებს მილიონობით ნახვა აქვს.

"ფეისბუქში" სერიალთან დაკავშირებით არაერთ დისკუსიას წააწყდებით.

  • ამ ფონზე კი უჩვეულო არ არის, რომ საზოგადოების ინტერესი დიდია იმ მსახიობების მიმართ, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ. მით უფრო, რომ მათ პირად ცხოვრებაში ბევრი სკანდალური ამბავია.

აფრას რომანი ჰქონდა ცნობილ თურქ მსახიობ მერთ იაზიჯიოღლუსთან. წყვილი ერთმანეთს 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა ახლახან დაშორდნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობის შეყვარებულს არ მოეწონა აფრასა და მისი კოლეგის საერთო, "თამამი ფოტოები", რომელიც ჟურნალ Hello-სთვის გადაიღეს.

აფრა ყოფილ შეყვარებულთან ერთად

მედია წერს, რომ მერთმა ეჭვიანობის ნიადაგზე ნივთები ჩაალაგა და იმ ბინიდან გადავიდა, სადაც აფრასთან ერთად ცხოვრობდა. მერტ იაზიჩიოღლუ თავადაც ცნობილი მსახიობია და ერთ-ერთი ვერსიით, მან აფრასთან ურთიერთობა საკუთარი ინიციატივით დაასრულა, რადგან სხვა შეუყვარდა.

მსახიობების თაყვანისმცემლები წერენ, რომ მერთმა და აფრამ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოების ნაწილი წაშალეს, შემდეგ კი ერთმანეთის პოსტების მოწონება შეწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერი დადგმული იყო და რეალურად სერიალ "მექალთანეს“ პიარს ემსახურებოდა, თუმცა მსახიობების თქმით, სერიალის პოპულარობას ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე აფრამ სოციალურ ქსელში დაწერა:

"მედიაში გამოქვეყნებული უახლესი ამბები ზუსტად არ ასახავს სიმართლეს ჩვენ შესახებ. ჩვენ გვქონდა ძალიან ბედნიერი ურთიერთობა, რომელიც 4 წელიწადს გაგრძელდა. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო და ისე რომ ურთიერთპატივისცემა შეგვენარჩუნებინა. ჩვენი მეგობრობა გრძელდება და გვსურს გაიგოთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაში მესამე მხარე არ ჩარეულა", - დაწერა მსახიობმა.

  • ის ახლა მთლიანად დაკავებულია სერიალით და თავის ეკრანულ პარტნიორთან მერთ რამაზან დემირთან ერთად პოპულარობის მწვერვალზეა. ვნახოთ, რას წერს თურქული მედია მათ შესახებ:

მერთ რამაზან დემირს ახალი თაობის გულთამპყრობელს და "შოკოლადის ბიჭს" უწოდებენ. ის 1998 წლის 25 ნოემბერს, სტამბოლში დაიბადა. ოჯახში მეხუთე შვილია. დედა დიასახლისია, მამა ვაჭარი. მერთი ამბობს, რომ 17 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ მსახიობობა სურდა. მისი ფილმოგრაფია ჯერჯერობით არც ისეთი მსუყეა, მაგრამ უკვე შედის "ნეტფლიქსთან" თანამშრომლობა. მსახიობი მონაწილეობს "ნეტფლიქსის" სერიალში "შაჰმერანი."

კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება, აღიარება პოპულარობა კი სწორედ სერიალმა "მექალთანემ" მოუტანა.მსახიობი ამბობს, რომ როლის მოსარგებად ის განსაკუთრებულად ემზადება და მის გასათავისებლად მუსიკის მოსმენა ეხმარება. მართალია მერთს წარმატება სერიალმა მოუტანა, თუმცა მისი ფავორიტი კინოა და სურს, რომ კარიერაში უფრო მეტი კინოროლი ჰქონდეს.

მისი საყვარელი მსახიობები დანიელ დეი ლუსი და ლეონარდო დიკაპრიო არიან.

რაც შეეხება მის ფარტნიორს, აფრა სარაჩოღლუს, ახალგაზრდა მსახიობს ბერძნული ფესვები აქვს. მისი ოჯახი თესალონიკიდანაა. აფრა 1997 წლის 2 დეკემბერს თურქეთში დაიბადა. საშუალო სკოლა ანტალიაში დაამთავრა. საინტერესოა, რომ მას ლიტერატურის მცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

აფრასა და მერთს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. მსახიობები ამბობენ, რომ ეს ძალიან დაეხმარათ როლების მორგებაში და სერიალის წარმატებაზეც დიდი გავლენა მოახდინა.