ავტორი:

ქუთაისიდან პარიზისკენ მიმავალ Wizz Air-ის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა - თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა: ახალი დეტალები

ქუთაისიდან პარიზისკენ მიმავალ Wizz Air-ის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა - თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა: ახალი დეტალები

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. როგორც Ambebi.ge-ს ავიაკომპანია Wizz Air-ში განუცხადეს, თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში მგზავრი, 60 წლის მამაკაცი ცუდად გახდა.

მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა.

ადგილზეა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია.

როგორც Wizz Air-ის პრესსამსახურში გვითხრეს, მგზავრი ქართველია. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.