ავტორი:

ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია 3 ადამიანი

ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.