ავტორი:

"შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად... არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან ამას ისედაც აკეთებთ" - რას წერს სვიატოსლავ ვაკარჩუკი სააკაშვილს

"შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად... არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან ამას ისედაც აკეთებთ" - რას წერს სვიატოსლავ ვაკარჩუკი სააკაშვილს

ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი, როკჯგუფ "ოკეან ელზის“ სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შობას ულოცავს და მას ფიზიკურ და სულიერ მხნეობას უსურვებს. მუსიკოსის მიერ უკრაინულ ენაზე დაწერილ წერის სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვყნებს.

"ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ. მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან. ღმერთი გფარავდეთ!

სვიატოსლავ ვაკარჩუკი." - წერს სააკაშვილს მუსიკოსი.