ავტორი:

იმერეთში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს - სავარაუდოდ, კაცმა ჯერ მეუღლე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

იმერეთში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს - სავარაუდოდ, კაცმა ჯერ მეუღლე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

იმერეთში, კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, კაცმა ჯერ ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.