ავტორი:

მოსკოვის მახლობლად, 36 წლის მზარეულმა ქალმა კაფეს დირექტორი, ქართველი მამაკაცი დანით მოკლა: რას წერს რუსული მედია მომხდარზე

მოსკოვის მახლობლად, 36 წლის მზარეულმა ქალმა კაფეს დირექტორი, ქართველი მამაკაცი დანით მოკლა: რას წერს რუსული მედია მომხდარზე

მოსკოვის მახლობლად, კაფე "სახინკლე თბილისოში" 36 წლის მზარეულმა ქალმა დაწესებულების დირექტორი, ქართველი მამაკაცი ცივი იარღით დაჭრა. კაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემა აქვეყნებს რესტორნის სამზარეულოში სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოს, სადაც მკვლელობის სცენა ჩანს. მედიის ცნობით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ქალსა და დაწესებულების ხელმძღვანელს შორის კონფლიქტი მოხდა, სავარაუდოდ, კაცი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი დანით მივარდა და მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ქალი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მოკლული მამაკაცის ვინაობის შესახებ.

სამართალდამცავება დააკავეს დანაშაულში ეჭვმიტანილი ქალი, რომელიც ტაჯიკეთის მოქალაქეა.