ავტორი:

5 პრემიუმ კლასის სასტუმრო მთაში, სადაც ნამდვილად ღირს დასვენება

5 პრემიუმ კლასის სასტუმრო მთაში, სადაც ნამდვილად ღირს დასვენება

შობა-ახალი წლის პერიოდში როგორც გართობა, ისე სასიამოვნო დასვენების მოწყობა და განტვირთვა ზაფხულის არდადეგებამდე მართლაც საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება საკუთარ თავებსა და ოჯახს გავუკეთოთ. სწორედ ამიტომ მიიჩქარის დღესასწაულების შემდეგ ბევრი ჩვენგანი ზამთრის კურორტებისკენ, სადაც ბევრი გასართობი და სუფთა ჰაერი გველოდება, პრემიუმ კლასის სასტუმროები კი, რომლის შესახებაც ჩვენ გიამბობთ, დამსვენებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ზრუნავენ.

სამთო სათხილამურო კურორტებზე აქტიური დასვენების მოწყობა შეუძლია ოჯახის ყველა წევრს, რაც მეტი დროის ერთად გატარების საშუალებას იძლევა. ის მშვიდი გარემო კი, რომელიც ზაფხულის კურორტებზე იშვიათობაა, ახალი ენერგიით დამუხტვის საშუალებას გვაძლევს.

შიდა ტურიზმის სფეროში გამოცდილი დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge-ს რეიტინგის მიხედვით გირჩევთ 5 პრემიუმ კლასის სასტუმროს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, სადაც ნამდვილად ღირს დასვენება და რაც მთავარია, დიდი დანაზოგით:

რაიმონდ პალასი • RAIMOND PALACE

სასტუმრო ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე მდებარეობს და განუმეორებელი დიზაინით გამოირჩევა. მისი მშენებლობისას პრიორიტეტული კომპლექსში მაქსიმალურად ჯანსაღი, სასიამოვნო და განსაკუთრებული გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ „რაიმონდ პალასის“ ინტერიერში გამოყენებულია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალები.

Raimond Palace მდებარეობს Crystal ski arena-ს საბაგიროს გვერდით. სასტუმროში დამსვენებლებისთვის დახურული საცურაო აუზია განთავსებული, ხოლო ნომრებიდან იშლება ბაკურიანის პანორამული ხედები.

Hotsale.ge- და Raimond Palace პარტნიორები არიან, რაც ვებგვერდის ერთგულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასტუმროში 40%-მდე დანაზოგით დაისვენონ.

გუდაურა • GOODAURA

სასტუმრო GoodAura მდებარეობს სათხილამურო კურორტ გუდაურის ცენტრში,პირველი საბაგიროდან 10 წუთის ფეხით სავალზე.

ოთხსართულიანი სასტუმრო მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და სტუმრებს კომფორტულ გარემოსა და დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობს.

GoodAura-ს ერთ-ერთი უპირატესობაა დიდი ფანჯრები, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. სასიამოვნო გარემო და თანამედროვე დიზაინი მაქსიმალურ კომფორტსა და სასიამოვნო დასვენებას უზრუნველყოფს. თუკი Hotsale.ge-ის შეთავაზებით ისარგებლებთ, „გუდაურაში“ დასვენებას 26%-იანი დანაზოგით შეძლებთ.

გუდაური ლოფთი / GUDAURI LOFT

სასტუმრო Gudauri Loft გუდაურის შუაგულში მდებარეობს. იგი 2017 წლის დეკემბერში გაიხსნა და ყველა სტუმრის გულს იპყრობს სერვისის მაღალი დონითა და კომფორტული გარემოთი. კომპლექსი რვასართულიანია და მის ფანჯრებიდანაც იშლება დიდებული ხედი კავკასიის მთის მწვერვალებზე.

სასტუმროს ტერიტორიაზე დაგხვდებათ რესტორანი, სადაც სტუმრებს ევროპული და ქართული სამზარეულოს შედევრებით უმასპინძლდებიან.

Gudauri Loft-ში მოწყობილია SPA კომპლექსიც, სადაც დახურული საცურაო აუზი, ფინური და ორთქლის საუნებია განთავსებული, ასევე სასტუმროს სახურავზე მდებარეობს ჯაკუზიც.

თუ აქტიური დასვენება გიზიდავთ სასტუმროში მოწყობილია სათხილამურო ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად. Hotsale.ge-ის შეთავაზებით შეძლებთ 29%-იანი დანაზოგით ისარგებლოთ.

კვადრუმ სკი და იოგა რეზორტი • QUADRUM SKI AND YOGA RESORT

სასტუმრო Quadrum Gudauri Ski & Yoga resort ცნობილი ქართველი არქიტექტორის სანდრო რამიშვილის ეკომეგობრული პროექტია, რომლის მშენებლობის დროსაც გამოიყენეს ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი წარმოების მასალები.

სასტუმროში 22 ოთახია, პანორამული ხედით მთებზე, ნომრების უმეტესობას აქვს საკუთარი ტერასები. კვადრუმის საავტორო სამზარეულოს რესტორანი გათვლილია 60–70 ადამიანზე და დილის 08:00-დან 00:00-მდე ემსახურება დამსვენებლებს.

კომპლექსი მოიცავს სპა-ზონას, საცურაო აუზს, იოგისთვის დარბაზს, საუნას, ასევე შესაძლებელია მასაჟის სერვისის მიღება წინასწარი ჩაწერით.

Hotsale.ge-ის მომხმარებლებს სასტუმროში 26% დანაზოგის მიღება შეუძლიათ.

დარჩი ყაზბეგი • HOTEL DARCHI KAZBEG

სასტუმრო „დარჩი ყაზბეგი“ მდებარეობს ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში, ცენტრალურ გზასთან და ყაზბეგის ცენტრთან ახლოს. სასტუმროში მდებარეობს 22 ნომერი კომფორტული ნომერი, ტერასები და აივნები ულამაზესი პანორამული ხედებით. ასევე დაგხვდებათ რესტორანი, სადაც შეძლებთ უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძებისა და საფირმო ხინკლის დაგემოვნებას.

თუკი Hotsale.ge-ის შეთავაზებით ისარგებლებთ, სასტუმროში დასვენებას 25%-იანი დანაზოგით შეძლებთ.

ესტუმრეთ მთის კურორტების საუკეთესო სასტუმროებს და გაატარეთ სადღესასწაულო დღეები კიდევ უფრო სასიამოვნოდ.

R