ავტორი:

რა საიდუმლოს ინახავს ჟიულ ვერნის "საიდუმლო კუნძული" - ის, რაც ამ რომანის შესახებ არ იცოდით

რა საიდუმლოს ინახავს ჟიულ ვერნის "საიდუმლო კუნძული" - ის, რაც ამ რომანის შესახებ არ იცოდით

ფრანგი მწერალი ჟიულ ვერნი თავის რომანს „საიდუმლო კუნძული“ ორი წლის განმავლობაში, 1872 წლიდან 1873 წლამდე წერდა. ვის არ წაუკითხავს ეს შესანიშნავი წიგნი? ალბათ ასეთი ადამიანი ძალიან ცოტა თუ მოიძებნება.

რომანი იმდენად საინტერესოდაა დაწერილი, რომ უფროსი მკითხველიც სიამოვნებით კითხულობს მას, ისევ და ისევ...

ამბობენ, რომ წიგნები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად იკითხება და ყოველ ჯერზე მათი აღქმა განსხვავებულია. თუ თქვენს „რამდენჯერმე წაკითხული წიგნების“ სიაში ჟიულ ვერნი ფიგურირებს, ვფიქრობთ, ეს სტატია დაგაინტერესებთ.

რომანის ილუსტრაციაზე დიდი შრომა გაწია თავად ჟიულ ვერნმა, რომელმაც 150-ზე მეტი ილუსტრაცია შექმნა და თითქმის ყველა მათგანი გამოცემის ნაწილი გახდა 1875 წელს.

თავდაპირველად რომანი ინგლისურ ენაზე ითარგმნა, შემდეგ სხვა ენებზეც და მალევე წიგნი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა. მკითხველს განსაკუთრებით ის ფაქტი იზიდავდა, რომ ჟიულ ვერნი არა მარტო მხატვრულ რომანს წერდა ჩვეული გაგებით, არამედ საინტერესოდ აქსოვდა მათში სამეცნიერო დეტალებს, რასაც დიდ დროს უთმობდა.

ქართულ ენაზე ჟიულ ვერნის წიგნები პერიოდულად სულ ითარგმნებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჟიულ ვერნი თავად ირჩევდა, თუ ვის ეთარგმნა მისი ნაწარმოებები.

„პალიტრა L-მა“ მკითხველს საჩუქარი გაუკეთა და 12 დეკემბრიდან ჟიულ ვერნის წიგნების გამოცემა დაიწყო. ხუთტომეულს მკითხველი განსაკუთრებული პირობებითა და განსაკუთრებულ ფასად შეიძენს. სერიის ახალი წიგნები თვეში ერთხელ გამოვა. მეორე ტომი იქნება „საიდუმლო კუნძული“, რომლის შეძენაც 9 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 10 ლარად იქნება შესაძლებელი.

ხუთტომეული ასე გამოიყურება:

  • პირველი ტომი - „80000 კილომეტრი წყალქვეშ“
  • მეორე ტომი – „საიდუმლო კუნძული“,
  • მესამე ტომი - „კაპიტა გრანტის შვილები“
  • მეოთხე ტომი - „15 წლის კაპიტანი“
  • მეხუთე ტომი – „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა“

საინტერესოა, რომ წიგნი 1929 წლიდან მოყოლებული ათჯერ მაინც გადაიღეს. თითქმის ყველა ფილმის ეკრანიზაცია აშშ-ში გადაიღეს.

უნდა ითქვას, რომ ჟიულ ვერნი დიდწილად ეყრდნობოდა პირად კვლევებსა და მეცნიერულ ცოდნას, ასევე იმ ფასდაუდებელ გამოცდილებას, რომელიც მან სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას მიიღო. უფრო მეტიც, მის მიერ აღწერილი ზოგიერთი მეცნიერული მონაცემი არ ემთხვეოდა თავისი დროის მეცნიერების მონაცემებს და მხოლოდ დრომ აჩვენა, თუ ვინ იყო სინამდვილეში მართალი.

მთავარი გმირები ზედმეტად სრულყოფილები არიან?

როდესაც მკითხველი კითხულობს, თუ როგორ გადარჩება ხუთი ამერიკელი უკაცრიელ კუნძულზე, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით ივსება. წიგნის მიმოხილვებში ბევრი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ეს იწვევს პატივისცემას და მათი მიბაძვის სურვილს, მეორე მხრივ კი წიგნის გმირების იდეალიზება ავტორის მიერ ცოტათი გაბნევს.

მაგალითად, ინჟინერი საირუს სმიტი ზეადამიანი გეჩვენება. ის არა მარტო ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და ამტანია, არამედ მის პერსონაჟს მაღალი მორალური თვისებები ავსებს.

ყველაფერთან ერთად, მთავარი გმირები თითქმის არასდროს ჩხუბობენ, თუმცა კუნძულზე მოხვედრამდე ერთმანეთის მიმართ უცხოები იყვნენ. ყველაფერი, რის განხორციელებასაც გეგმავენ, წარმატებით სრულდება.

მხოლოდ ამ რომანის დაწერისას გაჩნდა იდეა, რომ ის გაერთიანებულიყო ტრილოგიაში ავტორის სხვა რომანებთან ერთად - „კაპიტან გრანტის შვილები“ და „80000 კილომეტრი წყალქვეშ“. ჟიულ ვერნმა სამივე რომანი სიუჟეტური ხაზით დააკავშირა და როგორც იქნა, გამოააშკარავა კაპიტან ნემოს პიროვნება. უამრავი მკითხველი სთხოვდა ავტორს, აეხსნა ამ გმირის საიდუმლო.

რომანში დიდი ადგილი ეკავა ქიმიური პროცესებისა და ტექნოლოგიების აღწერას („...ეს იქნება რომანი ქიმიის შესახებ...“ - წერდა ჯ. ვერნი გამომცემლისადმი მიწერილ წერილში). მან დიდი დრო დაყო ქიმიურ ქარხნებში, კონსულტაციებს გადიოდა ქიმიკოსებთან. რომანში გამოყენებულია ჟიულ ვერნის ადრეული დაუმთავრებელი რომანის „ბიძია რობინსონის“ მრავალი განვითარება - სიუჟეტები, პერსონაჟები, ეპიზოდები.

კრიტიკოსებმა აღნიშნეს რომანში აღწერილი კუნძულის დაუჯერებლობა: წყნარ ოკეანეში ვულკანური წარმოშობის იზოლირებულ კუნძულზე, რომანში დასახელებული სხვადასხვა ცხოველი და ფრინველი ვერ იცოცხლებდა, კუნძულის მრავალი მცენარე ვერ გაიზრდებოდა ასეთ კლიმატურ ზონაში. კუნძულის მინერალური სამყარო წარმოუდგენლად მდიდარია. თუმცა სხვა კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ლინკოლნის კუნძული არის მთელი სამყაროს სიმბოლო, კაცობრიობის საკუთრებაში გადაცემული გლობუსის ალეგორია - ტყუილად არ გადიან გმირები მთელ „ტექნოლოგიურ გზას“ ცეცხლის, ნადირობისა და მასალების შეგროვების კუთხით. დენთის მოპოვების ტექნოლოგიის აღწერისას ავტორმა შეგნებულად დაუშვა შეცდომა, რათა ახალგაზრდა მკითხველ-ექსპერიმენტატორებს არ დაეწყოთ შესაბამისი ექსპერიმენტების ჩატარება.

რომანი პირველად გამოქვეყნდა ეტცელის ჟურნალში "Magasin d'Éducation et de Récréation" 1874 წლის 1 იანვრიდან 1875 წლის 15 დეკემბრამდე. წინასიტყვაობა თავად ეტცელმა დაწერა და რომანი შეაფასა, როგორც „რობინზონადის ახალი ტიპი“ და ჟიულ ვერნის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები.