ნალექიანმა ამინდმა ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა ლამის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაართულა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, - ერეკლე II გამზირზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "ბატონის წყალთან" ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო მძღოლს მანქანა მოუცურდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
