ავტორი:

ჩილეში მშობიარობა - უვიზო მიმოსვლის "ბილეთი" აშშ -სა და კიდევ 170-მდე სახელმწიფოში: რას ჰყვება ქართველი ბლოგერი, რომლის შვილიც სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაიბადა?

ჩილეში მშობიარობა - უვიზო მიმოსვლის "ბილეთი" აშშ -სა და კიდევ 170-მდე სახელმწიფოში: რას ჰყვება ქართველი ბლოგერი, რომლის შვილიც სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაიბადა?

ბლოგერი გიორგი გოგეშვილი "პალიტრავიდეოს" უყვება, რატომ გადაწყვიტეს მან და მისმა მეუღლემ, რომ მათი შვილი ჩილეში დაბადებულიყო. სამხრეთამერკული ქვეყნის მოქალაქეობა, როგორც შანსი აშშ-სა და კიდევ 170-მდე ქვეყანაში ლეგალურად და უსაფრთხოდ გასამგზავრებლად.

გიორგი გოგეშვილი:

"ჩილეში მშობიარობა არის ნაკლებად სტრესული და გაძლევს იმ შესაძლებლობას, თუ მოგზაურობა გიყვარს ან სხვა ქვეყანაში გაქვს სამუშაოდ წასვლა გადაწყვეტილი. როდესაც გავიგეთ, რომ მე და ჩემი მეუღლე ბავშვს ველოდებოდით, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, სად გაგვეჩინა, რომელი ქვეყანა იქნებოდა ისეთი, სადაც ბავშვის მომავალი იქნებოდა პერსპექტიული.

ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ ამის შესაძლებლობას ჩილეს კანონმდებლობა იძლევა. ბავშვს აქვს ასევე საქართველოს მოქალაქეობა. შედეგად შეგვიძლია დიდი რვიანის ქვეყნებში, კანადაში, აშშ-ში და იაპონიაში მოგზაურობა.

ბავშვი ჩილეს მოქალაქეობას და საერთაშორისო პასპორტს ავტომატურად დაბადებიდან 7-8 დღის განმავლობაში იღებს, მარტივად ხდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები მშობლებიც.

ჩილეში მშობიარობის მიზნით ჩასვლა ლეგალურია. ამას არ სჭირდება მუცლის დამალვა, მესაზღვრის მოტყუება.

სამშობიარო ტურებს რამდენიმე უცხოური კომპანია ბევრი წელია ახორციელებს, მათ შორის ჩაჰყავთ ხალხი აფრიკის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და ა.შ. იქ გავიცანით ხალხი, რომელიც ამ კომპანიების ჩამოყვანილი იყო და 40-50 ათასი დოლარი დაუჯდათ. ჩვენ თავად დავგეგმეთ და 20 ათას დოლარამდე დაგვიჯდა ორივეს, ამაში შედის სამი თვე ჩილეში ცხოვრება.

ჩვენ გვქონდა ენის ბარიერი, მაგრამ როდესაც სამოგზაურო ტურით მიდიხარ, მათ პაკეტში ყველაფერი შედის, მათ შორის თარჯიმანიც..."