ავტორი:

ჟერარდ პიკესა და მისი საყვარლის რომანი თურმე იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე შაკირას წარმოედგინა - მომღერალი განადგურებულია

ჟერარდ პიკესა და მისი საყვარლის რომანი თურმე იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე შაკირას წარმოედგინა - მომღერალი განადგურებულია

შაკირას ფანებმა ჟერარდ პიკესთან ჩაწერილ 2021 წლის ვიდეოინტერვიუში ფეხბურთელის ამჟამინდელი შეყვარებული შენიშნეს. ამ პერიოდში, ჯერ კიდევ მიიჩნეოდა, რომ პიკე და შაკირა ბედნიერად ცხოვრობდნენ. ინტერვიუ წყვილის იმჟამინდელ საერთო სახლშია გადაღებული. წყაროს თქმით, მომღერალი განადგურებულია ამ ახალი აღმოჩენით და იმ ფაქტით, რომ ის ქალი (კლარა ჩია მარტი), მათი და ბავშვების სახლში ასე კომფორტულად გრძნობდა თავს.

პიკეს ამ ინტერვიუს ჩაწერის პერიოდში შაკირა და ბავშვები სამოგზაუროდ იყვნენ წასულები, თუმცა წყვილი ჯერ კიდევ ერთად იყო.

ჟერარდ პიკე და შაკირა 11 წელი იყვნენ ერთად. ისინი, ბოლო 8 წელი, ბარსელონაში ცხოვრობდნენ, მაგრამ წყაროს თქმით, მომღერალი და მისი ორი ვაჟი მაიამიში აპირებენ საცხოვრებლად გადასვლას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფეხბურთელს დაშორდა, როგორც ჩანს, შაკირას ფიქრები ჯერ კიდევ ამ ამბის გარშემო ტრიალებს. მან ახალი წლის დღეს "ინსტაგრამზე" დაწერა: "იმის მიუხედავად, ისევ ღიაა ჩვენი ჭრილობები თუ არა, დროს ქირურგის ხელები აქვს. მაშინაც კი, თუ ვინმემ გვიღალატა, სხვების ნდობა უნდა განვაგრძოთ“.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა