ავტორი:

"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება - ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს" - ხატია დეკანოიძე

"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება - ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს" - ხატია დეკანოიძე

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე" წერს.

მისი თქმით, ამაზე "დიდი საზიზღრობა არ არსებობს".

"ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.

ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.

ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის",- წერს დეკანოიძე.

სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.