ავტორი:

კალიფორნიის ვარსკვლავური დასახლება საფრთხეშია - მონტესიტოში, სადაც პრინცი ჰარი, მეგან მარკლი, ელენი და სხვები  ცხოვრობენ, ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

კალიფორნიის ვარსკვლავური დასახლება საფრთხეშია - მონტესიტოში, სადაც პრინცი ჰარი, მეგან მარკლი, ელენი და სხვები  ცხოვრობენ, ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ცნობილი ადამიანების საყვარელ საცხოვრებელ ადგილს, კალიფორნიას, ძლიერი ქარიშხალი და მეწყერი დაატყდა თავს. ხელისუფლებამ მონტესიტოს მაცხოვრებელთა ევაკუაცია მოითხოვა, რადგან ზღვის სანაპიროსთან მდებარე ამ მდიდრულ დასახლებას წყალდიდობის და ღვარცოფის საშიშროება ემუქრება.

ევაკუაციის ზონაში მოხვდა პრინც ჰარის და მეგან მარკლის, ოპრა უინფრისა და ელენ დეჯენერესის სახლები. მონტესიტოში მსგავსი შემთხვევა 5 წლის წინაც იყო. მაშინ მეწყერმა 23 ადამიანი იმსხვერპლა და მდიდარი საზოგადოების 100-მდე სახლი გაანადგურა.

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ, 2020 წელს მონტესიტოში გადავიდნენ საცხოვრებლად. აქ აგრეთვე ცხოვრობს ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ და ადამ ლევინი.

ელენ დეჯენერესმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო წყალდიდობა.

"უფრო კეთილშობილურად უნდა მოვეპყრათ ბუნებას, რადგან ის უკმაყოფილოა ჩვენით. მოდით, ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. უსაფრთხოებას გისურვებთ", - ამბობს ელენი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Montecito is under mandatory evacuation. We are on higher ground so they asked us to shelter in place. Please stay safe everyone. <a href="https://t.co/7dv5wfNSzG">pic.twitter.com/7dv5wfNSzG</a></p>&mdash; Ellen DeGeneres (@EllenDeGeneres) <a href="https://twitter.com/EllenDeGeneres/status/1612591946635284480?ref_src=twsrc%5Etfw">January 9, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, მონტესიტოში ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

"სულ რაღაც 2 საათის წინ ხაფანგში აღმოვჩნდი. ერთ მხარეს ადიდებული მდინარე იყო, მეორე მხარეს კი ღვარცოფი",- ამბობს ჯეიმი მაკლიდი, მონტესიტოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ბოლო ინფორმაციით, ქარიშხლის გამო 14 ადამიანია აღნიშულ დასახლებაში გარდაცვლილი.

რეგიონის სხვა ნაწილებში კიდევ დაახლოებით 32 000 მაცხოვრებელზე გაიცა ევაკუაციის ბრძანება. აგრეთვე, ჩრდილოეთ კალიფორნიის რამდენიმე სკოლა დაიხურა და საკრამენტოში ათიათასობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა