ავტორი:

21 წლის ქეთევან ხაჩიძეს იშვიათი დაავადება დაუდგინდა, რომელიც საქართველოში პირველი შემთხვევაა - მას დახმარება ესაჭიროება

21 წლის ქეთევან ხაჩიძეს იშვიათი დაავადება დაუდგინდა, რომელიც საქართველოში პირველი შემთხვევაა - მას დახმარება ესაჭიროება
  • საქართველოს ბანკის მიმღები ავთანდილაშვილი თამარი - GE19BG0000000541400730
  • თიბისი ბანკის მიმღები გენადი მახარაშვილი - GE39TB7757545061100039

21 წლის ქეთევან ხაჩიძეს უიშვიათესი დიაგნოზი, ჩარგ სტრაუსის სინდრომის მძიმე ფორმა დაუდგინდა, რომელიც პირველი შემთხვევაა საქართველოში და შესაბამისი მკურნალობა ვერ ხერხდება...

ქეთევანი იმყოფება მართვით სუნთქვაზე (ინტუბირებულია) და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას...

ქეთას შესახებ მისი მეგობარი, მწერალი - გიორგი სარჯველაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- ქეთა ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. უაღრესად კეთილი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრისას მთელი დღის კარგი განწყობა გარანტირებული გაქვს ადამიანს... ქეთა საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა, მისი პროფესიიდან გამომდინარე, რაც მოიაზრებს უამრავ კონფერენციასა თუ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. მე და ქეთა კურსელები ვართ, ორივე - მომავალი იურისტები. ჩემი წიგნის არც ერთი პრეზენტაცია არ აქვს გამოტოვებული, სულ მოწინავე ადგილას იჯდა და ღრმად სწამდა ჩემი წარმატების. ის არის ადამიანი, რომელმაც იცის მეგობრობა, თანადგომა და, უბრალოდ, მოღიმარი გოგონაა, რომელთან საუბარი და ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა.

ნამდვილად საშინელი ამბავი დაგვატყდა თავს. ჯანმრთელ, სიცოცხლით სავსე ადამიანს ასეთი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. წარმოუდგენელია ქეთაზე მსგავსის მოსმენა… მას დაუდგინდა უიშვიათესი დიაგნოზი - ჩარგ სტრაუსის სინდრომის მძიმე ფორმა, რომელიც პირველი შემთხვევაა ქვეყანაში და მისი საქართველოში მკურნალობა ვერ ხერხდება.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. მდგომარეობა მძიმეა (ინტუბირებულია), დრო კი - საკმაოდ ცოტა. ჩვენ ქეთას ვჭირდებით და დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ!...წაიკითხეთ სრულად