ავტორი:

"უკვე ნათელია, თუ ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა და ცრემლია" - ზელენსკიმ "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართა

"უკვე ნათელია, თუ ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა და ცრემლია" - ზელენსკიმ "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართა

ლოს ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სასტუმრო Beverley Hilton-ში შეკრებილ საზოგადოებას კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ეკრანზე ვიდეოჩანაწერი გაუშვეს.

მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს "თავისუფალ სამყაროში“.

ზელენსკიმ ჰოლივუდში შეკრებილ ადამიანებს და მათ მაყურებელს უთხრა, რომ უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულებულა, "მაგრამ უკვე ნათელია, თუ ვინ გაიმარჯვებს." ზელენსკის ამ სიტყვებს დარბაზში შეკრებილი ადამინების ნაწილის მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

"წინ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა და ცრემლია, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, ვინ იყო საუკეთესო წინა წელს - თქვენ, თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები, თქვენ, რომლებიც გაერთიანდით, რათა მხარი დაგეჭირათ თავისუფალი უკრაინელი ხალხისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ 1940-იანი წლების დასაწყისის "ოქროს გლობუსი" და მეორე მსოფლიო ომი გაიხსენა და თქვა, რომ არ იქნება მესამე მსოფლიო ომი - "ეს არ არის ტრილოგია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.