ავტორი:

ჩოხატაურში ძლიერი ქარის შედეგად საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა

ჩოხატაურში ძლიერი ქარის შედეგად საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე ხე, მათ შორის საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში, გზებზე არსებული ფანჩატურები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეს, დავით შარაშიძის თქმით, უკვე აღდგენილია.

"მთავარ ქუჩებზე ხეები დაზიანდა და მოძრაობა ჩაკეტა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დამხმარე ნაგებობებზე სახურავები დაზიანდა, რასაც მერია დღესვე აღადგენს. ასევე სოფლების გზაზე ფანჩატურები დააზიანა“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.

ფოტოს "გურიანიუსი“ ავრცელებს.