ავტორი:

ბახმუტი და სოლედარი რუსი ოკუპანტების შეტევის შემდეგ  - Maxar-ი თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ბახმუტი და სოლედარი რუსი ოკუპანტების შეტევის შემდეგ  - Maxar-ი თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

კომპანია Maxar Technologies-მა აჩვენა, როგორ გამოიყურება ქალაქები სოლედარი და ბახმუტი დონეცკის ოლქში, სადაც რუსულ ძალებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

რუსული აგრესიით გამოწვეული ნგრევის მასშტაბების შესადარებლად, კომპანიამ სოლედარის 2022 წლის 1-ელი აგვისტოსა და 2023 წლის 10 იანვარის თანამგზავრის საშუალებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

2022 წლის პირველ აგვისტოს გადაღებული ფოტო
2023 წელს გადაღებული ფოტო

"უკრაინის ქალაქ სოლედარის სატელიტური სურათები, მანამდე (2022 წლის 1-ელი აგვისტო) და შემდეგ (2023 წლის 10 იანვარი), აჩვენებს სახლებს, სკოლებს და შენობებს, რომლებიც დანგრეულია თვეების ბრძოლისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

გარდა ამისა, კომპანიამ გაავრცელა თანამგზავრით გადაღებული ფოტო, რომელზეც ქალაქ ბახმუტის გარშემო მინდვრებსა და გზებში ბომბების კრატერებია ასახული. ფოტო დათარიღებულია 2023 წლის 7 იანვრით.