ავტორი:

"ყინვა ამ საღამოდან გაძლიერდება..." - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და როდის შეწყდება თოვა დედაქალაქში?

"ყინვა ამ საღამოდან გაძლიერდება..." - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და როდის შეწყდება თოვა დედაქალაქში?

ამინდის გაუარესებამ საქართველოს მასშტაბით უამრავი სერიოზული პრობლემა შექმნა, როგორც დასავლეთში, ისე - აღმოსავლეთში. კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება ქვეყანაში უამინდობა, ამ საკითხზე ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა:

- უამინდობაა საქართველოში. ბოლო დღეებში უკვე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რაც იწვევს თოვას. კახეთის რეგიონში ინტენსიურად ძლიერად, გაუჩერებლად უკვე რამდენიმე დღეა თოვს, რამაც გზებზე და ელექტროგადამცემ ხაზებზე პრობლემები შექმნა. გზებზე ლიპყინულია, ხილვადობის გაუარესება - ყველა ნეგატიური მოვლენა წარმოქმნა ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებამ. ჩვენ ამაზე რამდენიმე დღით ადრე გავავრცელეთ გაფრთხილება, რომ მოსალოდნელი იყო: ძლიერი თოვლი, ნისლი, ხილვადობის გაუარესებით, ჰაერის დაბალი ტემპერატურა.

- ეს რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოში?

- უკვე რამდენიმე დღეა, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია, სამაგიეროდ, ქრის აღმოსავლეთის მიმართულებით ძალიან ძლიერი ქარი, რამაც დიდი პრობლემები შექმნა ფოთში, ქუთაისში, ზემო იმერეთში, გურიაში - წაქცეულია ხეები, გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ქარი ხვალიდან ნელ-ნელა შესუსტდება, თუმცა ჯერჯერობით ნარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში 14 იანვრიდან ნალექი მოსალოდნელი აღარ არის, უბრალოდ, ყინვა მომდევნო ორი-სამი დღე კიდევ გაძლიერდება.

- ე.ი. ყინვა და დაბალი ტემპერატურა, თავს არ გვანებებს.

- კი, ყინვა დაბალი ტემპერატურა ისედაც ფიქსირდება, როგორც ღამით, ისე დღე. აღმოსავლეთ საქართველოში ყინვა ამ საღამოდან გაძლიერდება და კიდევ რამდენიმე დღე გასტანს. 14 იანვრის მერე კი ტემპერატურა ნელ-ნელა წავა მატებისკენ, როგორ ღამე, ისე დღე დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.