ავტორი:

"სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ" - შალვა ხაჭაპურიძე

"სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ" - შალვა ხაჭაპურიძე

სია ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი, ეს იქნება ცოცხალი სია, რომელსაც მიემატებიან ის პირები, ვინც მომავალში ჩაიდენენ კანონდარღვევას - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ხატია დეკანოიძესთან და იურისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს მტკიცებულებები და გაიარეს ის გვარებიც, ვინც სიაში მოხვდება.

"სია ხვალ-ზეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა, ეს არ იქნება საბოლოო, ეს იქნება ცოცხალი სია და ის ადამიანები და ჩინოვნიკები, რომლებიც ჩაიდნენ სააკაშვილის მიმართ დანაშაულს, შემდგომში მიემატებიან ამ სიას. პოლიტიკური პირები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ ა.შ. ამ სიაში არ მოხვდებიან, რადგან ამ სიას აქვს თავის სტანდარტი. ვისმენთ პოლიტიკოსთა ბევრ კანონის დამრღვევ თუ უხეშ გამონათქვამს, თუმცა, ისინი სიაში არ მოხვდება და არ მოხვდება არც ერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულებები. რატი ბრეგაძე მოხვდება ამ სიაში, ის არის ჩინოვნიკი, მაღალი თანამდებობის პირი. ის არის იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი იმყოფება მის დაქვემდებარებულ პენიტენციურ სამსახურში და ამერიკელი ექსპერტის სმიტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში. შესაბამისად, ეს ადამიანი მოხვდება, ყოველ შემთხვევაში, მიდის მსჯელობა მასზე და ვნახოთ”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.