ავტორი:

აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

აშშ-ის პირველ ლედის ოპერაცია ჩაუტარდა - რა დიაგნოზი დაუსვეს ჯილ ბაიდენს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის განცხადებით, ქვეყნის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კანზე ორი სიმსივნური წარმონაქმნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა.

"საქმე ეხება ბაზალურუჯრედოვან კორცინომას, რომელიც კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ოპერაციის საშუალებით ის სრულად იქნა მოცილებული. ქალბატონი ბაიდენი კარგ განწყობაზეა და თავს კარგად გრძნობს",- წერს ჯილ ბაიდენის ექიმი, კევინ ო'კონორი.

ამ თვის დასაწყისში, კანის კიბოს რუტინული სკრინინგის შემდეგ, ექიმებმა ჯილ ბაიდენს რეკომენდაცია გაუწიეს, რომ მარჯვენა თვალის ზემოთ არსებული მცირე წამონაზარდი ამოეკვეთა. შემდეგ კი გაირკვა, რომ აშშ-ის პირველ ლედის კანზე სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა.

მეორე წარმონაქმნი პირველ ლედის მარცხენა თვალის ქუთუთოსთან ჰქონდა.

ოპერაციის დროს, ქირურგები, პაციენტებს კანის თხელ ფენებს მანამ აჭრიან და იკვლევენ, სანამ კიბოს ნიშნები აღარ აღმოჩნდება. პაციენტებს საავადმყოფოდან პროცედურის ჩატარების დღესვე წერენ. მედიის ცნობით, საავადმყოფოში ჯილ ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც თან ახლდა.

მედიკოსების განმარტებით ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა: ის ნელა იზრდება, განკურნებადია და ადრეული მკურნალობის შემთხვევაში, მინიმალურ ზიანს იწვევს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა