ავტორი:

"მეუბნები, რომ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით FREE... FREE, ვიცი, კარტოფილი, კარგია, გემრიელია" - მეუფე სტეფანე სააკაშვილზე

"მეუბნები, რომ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით FREE...  FREE, ვიცი, კარტოფილი, კარგია, გემრიელია" - მეუფე სტეფანე სააკაშვილზე

სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, სტეფანე კალაიჯიშვილის ქადაგება ვრცელდება. სასულიერო პირი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ქადაგებს და მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ახსენებს.

მეუფე სტეფანე:

"კაცი ამბობს უნდა გამათავისუფლოთ, რადგან ვერ ვეგუები ციხესო... რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ?! და რატომ არის მთელი მსოფლიო ამაზე დარაზმული (მთელი მსოფლიო თავისი აზრით). ამბობენ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს ის, რაც აქვს მისჯილი, გინდა, თუ არა უნდა გაათავისუფლოთო და ამაშია ის პოლარიზაციის პრობლემა.

პოლარიზაცია იქიდან მოდის, რომ შენ ებრძვი შენს ქვეყანას, ეგერ უკვე პირდაპირ ტანკებით შემოსვლით ემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებ და მეუბნები, რომ ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირივართ FREE?! FREE ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა FREE რა არის, ვერ გავიგე?! თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი. იქიდან არავინ ძალით არ წამოათრევდა... თავისით არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ, გაიმამუნებ თავს და კიდევ მაიმუნობ იქ, სადაც ხარ, რა გავაკეთოთ, ჩვენ გიყუროთ? - შოუა, მასკარადია, რა ხდება...”