ავტორი:

"საგარეჯოში 3 თვის ჩვილი დაიღუპა, დედამ შვილის სუნთქვა რომ ვერ იგრძნო, მასაც გული გაუსკდა" - ობლად დარჩენილ 4 ბავშვს დახმარება ესაჭიროება: რას ამბობენ მერიაში?

"საგარეჯოში 3 თვის ჩვილი დაიღუპა, დედამ შვილის სუნთქვა რომ ვერ იგრძნო, მასაც გული გაუსკდა" - ობლად დარჩენილ 4 ბავშვს დახმარება ესაჭიროება: რას ამბობენ მერიაში?

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი ამბის შესახებ დაიწერა. მოქალაქე მაცაცო მეგრელიშვილმა ობლად დარჩენილ ბავშვებზე დაწერა და საზოგადოებას მათი დახმარებისკენ მოუწოდა.

"ძალიან მიმძიმს ამ სულის შემძვრელი ამბის მოყოლა. 29 დეკემბერს, საგარეჯოში 3 თვის ჩვილი დაიღუპა. დილით, როდესაც მისმა დედამ შვილის სუნთქვა ვეღარ იგრძნო, მასაც გული გაუსკდა და ადგილზე დაიღუპა.

ახლა მის ობლად დარჩენილ ოთხ შვილს, რომელიც ეპილეფსიით დაავადებული ბებიის იმედად დარჩნენ, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ, ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

ბავშვები, რომლებიც ამ ოჯახში ცხოვრობენ: ტარიელი, 18 წლის. ქეთი,14 წლის. კონსტანტინე, 8 წლის. რეზი, 5 წლის.

ისე, როგორც არასდროს, ახლა დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდით. ამ ტკივილს, რაც ახალ წელს, ამ ოჯახმა განიცადა, ვერაფერი შეამსუბუქებს, თუმცა მცირედით მაინც შევძლოთ, გვერდში დგომა. ბავშვების ასაკი და სქესიც მითითებულია, ვისაც რა შეგვიძლია. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საკვები . ხვალ, ნუ იყიდით ერთ კოლას, საღეჭ რეზინს ან თუნდაც შოკოლადს და ის თუნდაც 1 ლარი, გაიღე მათთვის" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • AMBEBI.GE საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ოჯახის დასახმარებლად საგარეჯოს მერის მითითებით რამდენიმე ღონისძიება გატარდა.

"ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ვეხმარებით. გარდა ამისა, ყოველწლიურად მრავალშვილიანი ოჯახები ერთჯერადად იღებენ თანხას. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, აღნიშნულ ფაქტზე მერის ავთანდილ გულიკაშვილის მითითებით მერიის ჯანდაცვის სამსახურმა მათ ფულადი დახმარება გამოუყო, ასევე ჩვენს მიერ იქნება ანაზღაურებული სარიტუალო ხარჯები. რაც შეეხება გარემო პირობებს, მერის მითითებით, მიმდინარე წელს მათი საცხოვრებელი სახლის გადახურვა მოხდება" - აღნიშნა მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა ქეთევან გრატიაშვილმა.

მიმღების სახელი და გვარი: მარიამი მეგრელიშვილი

GE91BG0000000539917274

GE71TB7631645064100051