ავტორი:

"ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს" - პენტაგონი

"ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს" - პენტაგონი

კვლავ ვხედავთ ინტენსიურ და მძიმე ბრძოლებს სოლედარისა და ბახმუტის გარშემო. ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ვნახეთ, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებდა ინფორმაციას ამის შესახებ, კერძოდ, სოლედარის იმ ძალების მიერ აღების შესახებ, რომლებსაც დაჯგუფება "ვაგნერი“ ხელმძღვანელობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ მოქმედებას სოლედარის მიდამოებში და განაგრძობენ ბრძოლას“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.

მისი თქმით, პენტაგონი ფოკუსირებულია უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინამ უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება მიიღოს.