ავტორი:

"არ მჯერა, რომ ამერიკელები უკრაინაში იომებენ. რეალისტები უნდა ვიყოთ..." - რას ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ომის მიმდინარეობასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე?

"არ მჯერა, რომ ამერიკელები უკრაინაში იომებენ. რეალისტები უნდა ვიყოთ..." - რას ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ომის მიმდინარეობასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე?

"დროა მთელმა მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ რუსებს უნდათ უკრაინელების, როგორც ერის განადგურება"

უკრაინის ფრონტებზე არსებულ სიტუაციაზე, სავარაუდოდ, რატომ ყოვნდება უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდება, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ ჩაერთოს ომში, უკრაინა-რუსეთის ომის სავარაუდო შედეგებზე, "ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- უკრაინის ფრონტებზე საომარი მოქმედებების წარმოების პარალელურად რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას. თუ მანამდე მათი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურა იყო, ახლა გაუგებარია რატომ ბომბავენ რუსები უკრაინის ქალაქებს. თქვენ რა ვერსია გაქვთ?

- რუსები ბომბავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. კარგია, რომ არ იყენებენ ფრთოსან რაკეტებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აკეთებენ ამას, ესეც გასაგებია. დროა მთელმა მსოფლიოს გააცნობიეროს, რომ რუსებს უნდათ უკრაინელების, როგორც ერის განადგურება.

როცა რუსები ამბობენ, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, მათი აზრით, ყველა უნდა მოკვდეს. რეალურად ახლა რუსები უკრაინელების გენოციდით არიან დაკავებული.

ახლა რუსები ბომბავენ არა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, არამედ დასახლებულ პუნქტებს, სადაც მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობა ცხოვრობს.

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აშშ-დან და მოკავშირეებიდან იღებს სამხედრო დახმარებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინა იმდენ იარაღს არ იღებს, რამდენიც სჭირდება. დახმარება კი იგვიანებს. კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, რაც შეიძლება სწრაფად მისცენ უკრაინას ტანკები. სავარაუდოდ, რატომ იგვიანებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება?

- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება აკეთოს იმ ტიპის განცხადებები, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება, მაგრამ, სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხები მისი კომპეტენცია არაა. ამ თემაზე თავდაცვის მინისტრი, ან მთავარსარდალი პრეზიდენტი უნდა საუბრობდეს.

რასაც კულება ამბობს, სწორია, კულება ცდილობს ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურები იყვნენ სამხედრო იარაღის მოწოდების საკითხებში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ის თემებია, რომელშიც მასზე ბევრი არაა დამოკიდებული.

- სამხედრო დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის დასუსტებასა და რესურსების ამოწურვის ტაქტიკამ თავისი თავი ამოწურა. ასეა, რადგან პრეზიდენტი პუტინი მზადაა გამარჯვებამდე იბრძოლოს, მას ამისთვის საკმარისად აქვს რესურსები, მათ შორის ადამიანური რესურსები. მათივე აზრით, უკრაინის მოკავშირეებმა თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები სამხედრო იარაღის უწყვეტად წარმოებაზე უნდა გადაიყვანონ. თქვენი დაკვირვებით, მოიქცევიან კი ასე უკრაინის მოკავშირე-პარტნიორები?

- პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა კარგა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები გადაეყვანათ სამხედრო იარაღის წარმოების უწყვეტ რეჟიმზე. ეს ეხება პირველ რიგში აშშ-სა და ბრიტანეთს.

ვთვლი, რომ არ შეიძლება რუსეთის შესაძლებლობების იგნორირება. რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, მას შეუძლია სამხედრო იარაღის წარმოება. გარდა ამისა, რუსეთი მოსახლეობის მიხედვით უკრაინაზე 3-ჯერ დიდი ქვეყანაა.

გასაგებია, რომ უკრაინა საქართველო არაა, სადაც რუსებს შეეძლოთ ქვეყნის ტერიტორიის სწრაფად დაკავება, მაგრამ, ის, რომ მოსახლეობის მიხედვით რუსეთი უკრაინაზე დიდია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ უკრაინის დაპყრობა.

რუსეთის რესურსების გათვალისწინებით წინააღმდეგი ვარ იმ ტიპის მტკიცებების, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. მით უმეტეს, რუსებმა გადაწყვიტეს კიდევ 500 ათასი ჯარისკაცის მობილიზება. ამგვარი ვითარება ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არაა.

რაც შეეხება სამხედრო იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას, ცხადია, რომ უკრაინის ფრონტებზე არსებული ვითარება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და რამდენ იარაღს მიაწვდის უკრაინას პირველ რიგში აშშ და ბრიტანეთი. ნატოს წევრი ქვეყნებიც გვეხმარებიან რამდენიც შეუძლიათ. უკვე ვიცით, რომ უკრაინას ტანკებს მიაწვდიან პოლონეთი, ბრიტანეთი, გერმანია და ნატოს სხვა ქვეყნები.

- გასულ კვირას "ნიუ-იორკ ტაიმსში“ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერდნენ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და რობერტ გეიტსი. მათი აზრით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის აგრესიულ ქმედებებზე. ამ მიზნის მისაღწევად აშშ მზად უნდა იყოს რუსეთთან კონფრონტაციისთვის. თქვენი დაკვირვებით აშშ წავა რუსეთთან კონფრონტაციაზე? ანუ აშშ ჩაერთვება ომში?

- აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, - "ჩვენ არ გვჭირდება, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა იომონ უკრაინა-რუსეთის ომში. მოგვაწოდეთ იარაღი და ჩვენ თავად გავაკეთებთ, რაც გასაკეთებელია.“

არ მჯერა, რომ ამერიკელები უკრაინაში იომებენ. რეალისტები უნდა ვიყოთ - ჩემი აზრით, უკრაინას საკმარისად აქვს მოტივაცია და ადამიანური რესურსები, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა.

წაიკითხეთ სრულად

ავტორი: კობა ბენდელიანი