ავტორი:

გინგივიტი და პაროდონტიტი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი? – "უნივერს დენტალის"  თერაპევტ-პაროდონტოლოგი თამარ მელაშვილი

გინგივიტი და პაროდონტიტი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი? – "უნივერს დენტალის"  თერაპევტ-პაროდონტოლოგი თამარ მელაშვილი

კბილი რომ ხანგრძლივად გვემსახუროს, უნდა მოვუაროთ და ვიზრუნოთ ეს არც კამათის და არც განსჯის თემა არ არის, მაგრამ ზოგჯერ მოუცლელობას ვაბრალებთ, ზოგჯერ გენეტიკას და ზოგჯერ ასეც ხდება რომ უბრალოდ ვზარმაცობთ და სათანადოდ არ ვიცავთ ჰიგიენას. ხშირად მოგვმართავენ კითხვით: როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი და ჯანმრთელი კბილები. ჩვენც, „უნივერს დენტალის“ თერაპევტ-პაროდონტოლოგს თამარ მელაშვილს თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხების მომზადება ვთხოვეთ. ექიმი სიამოვნებით დაგვთანხმდა ესაუბრა გინგივიტის და პაროდონტიტის საფრთხეებზე და სხვა გამომწვევ მიზეზებზე, ასევე მოგვცა მზა „რეცეპტები“, რომლებიც პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, პრევენციისთვის და დაცვისთვის აუცილებელი პირობაა.

რა არის გინგივიტი?

გინგივიტი არის ღრძილების ანთება, რომელსაც იწვევს კბილის ზედაპირზე და ღრძილის მიდამოში ნადების დაგროვება, რომელიც წარმოქმნის ერთგვარ მიკრობულ ბიოაპკს. ბიოაპკში გაერთიანებული პათოგენური მიკროორგანიზმები განაპირობებენ ანთების ინიციაციას.

რა არის პაროდონტიტი?

პაროდონტიტი არის კბილის ფესვის გარშემო არსებული ქსოვილთა კომპლექსის ანთება და გინივიტისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში უკვე ანთებით პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ღრძილი, არამედ ფესვის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილიც და ხდება ძვლის პროგრესული განლევა, რასაც მივყევართ კბილების მორყევამდე. პაროდონტიტი ვითარდება, როდესაც მიკრობულ ბიოაპკში გაერთიანებული პაროდონტოპათოგენური ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში.

ნადების გარდა რა იწვევს პაროდონტის დაავადებებს?

დღეს კვლევევბით დადასტურებულია, რომ პაროდონტიტს იწვევს სპეციფიური პაროდონტოპათოგენური მიკროორგანიზმები. ხელშემწყობ ფაქტორებად შეიძლება დავასახელოთ დაქვეითებული იმუნიტეტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, თამბაქოს მოხმარება, დიაბეტი, სტრესი, არაჯანსაღი კვება, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები და ა.შ.

რა არის დაავადების ძირითადი სიმტომები და რა სიმპტომების არსებობისას უნდა მივმართოთ პაროდონტოლოგს?

პირველი სიმპტომები, რაც პაროდონტის ქსოვილების დაავადებაზე მეტყველებს არის ღრძილების სიწითლე, სისხლდენა და შეშუპება. ამ სიმპტომებიდან ერთ ერთის არსებობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მიმართოთ პაროდონტოლოგს, რადგან დაყოვნების შემთხვევაში, შესაძლოა დაავადება პროგრესირდეს და შეუქცევადი პროცესები განვითარდეს, როგორიცაა კბილის გარშემო ძვლის ანთებითი განლევა. სამწუხაროდ ამ დინამიკას პაციენტები ხშირად ვერც ამჩნევენ, ვიდრე არ დაიწყება კბილების მორყევა. ასეთ სტადიაზე, კი მკურნალობა უკვე ნაკლებადეფექტურია. ასევე, თუ გაწუხებთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან,პერიოდულად ღრძილების ტკივილი, კბილების მორყევის შეგრძნება, ღრძილის რეცესია, ჩირქდენა კბილ-ღრძილოვანი ჯიბიდან(ჯიბეებიდან) დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს

როგორია პაროდონტიტის მკურნალობა?

დღეს ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიების საშუალებით პაროდონტიტის მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში წარმატებით ხორციელდება. ყოველთვის იწყება ნადების ანუ მიკრობული ბიოაპკის მექანიკური მოშორებით სპეციალური თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატების საშუალებით და დაავადების ყველა ხელშემწყობი თანმხლები ფაქტორების მოცილებით, რაშიც ვგულისხმობთ: კარიესული ღრუების დაბჟენას,ვინაიდან ისინი განიხილებიან, როგორც ინფექციის წყარო, ძველი დეფორმული, არაანატომიური ბჟენების და ორთოპედიული კონსტრუქციების შეცვლა. ასევე, მნიშვნელოვანია პაროდონტოლოგიური პაციენტის მუდმივი მოტივაცია, რათა მან უარი თქვას მავნე ჩვევებზე, ნიკოტინზე, და აითვისოს ინდივიდუალური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი ჩვევები და უნარები. ზოგჯერ დაავადების მკურნალობა ჩვენების მიხედვით მედიკამენტოზურია, მკურანლობა ღებულობს კომპლექსურ ხასიათს. პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტებს მუდმივად სჭირდებათ მეთვალყურეობა და დაკვირვება, ამიტომ დაავადების სიმძიმის მიხედვით პაციენტებს ენიშნებათ განმეორებითი ვიზიტები ს 3-6 თვეში ერთხელ .

რა არის პაროდონტის დაავადების თავიდან აცილების გზები?

ღრძილების ანთების თავიდან აცლების საუკეთესო გზა არის სწორი ჰიგიენის დაცვა და პირის ღრუს მუდმივი კონტროლი, რეგულარული პროფილაქტიკური მომართვები სტომატოლოგტან, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

წარმატების საწინდარი ლამაზი ღიმილია, ლამაზი ღიმილი კი ჯანმრთელი ღრძლიებია, ჯანმრთელობას გისურვებთ.

NS