ავტორი:

კახეთი - ადგილი, რომელიც 2023 წელს უნდა ნახოთ - რას წერს New York Times: "მეღვინეობის უძველესი ტრადიცია პატარა გორაკებზე გაშენებულ ქალაქებსა და მწვანე ველებზე"

კახეთი - ადგილი, რომელიც 2023 წელს უნდა ნახოთ - რას წერს New York Times:  "მეღვინეობის უძველესი ტრადიცია პატარა გორაკებზე გაშენებულ ქალაქებსა და მწვანე ველებზე"

"ახალი გემოები და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები პატარა გორაკებზე გაშენებულ ქალაქებსა და მწვანე ველებზე", - ასე ახასიათებს კახეთს New York Times - ი. გამოცემამ სტატიაში, სათაურით: "52 ადგილი, რომელსაც 2023 წელს უნდა ეწვიოთ", მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შერჩეული განსაკუთრებული ლოკაციები ჩამოთვალა.

როგორც ჩანს, გამოცემის ყურადღება "მთიანი საქართველოს მეღვინეობის 8000 - წლიანმა ტრადიციამ" მიიპყრო. როგორც NY Times-ის ჟურნალისტი, ევან რეილი წერს, ქართული ღვინის აშშ-ში ექსპორტმა მილიონ ბოთლს გადააჭარბა და ყოველწლიურად თითქმის 29%-ით იზრდება.

"ღვინის მოყვარულებს, ვაზისუბნის და კარდანახის მსგავს მამულებში, ახალი ღვინოების აღმოჩენის შანსს აძლევენ და დეგუსტაციას სთავაზობენ კავკასიონით გარშემორტყმულ მწვანე ხეობებსა და პაწაწინა ქალაქებში. ბევრი ღვინო ქვევრში - ტრადიციულ წაწვეტებულ თიხის ჭურჭელში მზადდება, რომლებიც მიწაშია ჩაფლული. ადგილობრივი მზარეულები კი, გამოცდილების გასაუმჯობესებლად, სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულოს სხვადასხვა კერძების მომზადებასაც ასწავლიან, რომელსაც ჟურნალმა Saveur-მა "ევროპის შესანიშნავი და შეუცვლელი სამზარეულო" უწოდა", - ვკითხულობთ სტატიაში.

წყარო: nytimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა