ავტორი:

ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩავარდა: ორივე ადგილზე დაიღუპა

ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩავარდა: ორივე ადგილზე დაიღუპა

ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.

"მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.